Thursday, January 17, 2013

ღამის გუშაგები


ამსტერდამი - ევროპის ეს ულამაზესი ქალაქი, ჩრდილოეთის ვენეცია- როგორც უწოდებენ მას მეორენაირად, რემბრანდტის სამშობლოა, თუმცა იგი ლეიდენში დაიბადა 1606 წელს.ამსტერდამში საცხოვრებლად რემბრანდტი 1631 წელს გადადის. მისი შემოქმედება დაემთხვა ჰოლანდიის ოქროს ხანას და მან შექმნა კიდეც ამ ოქროს ხანის ლოგიკური გაგრძელება თავისი შემოქმედებით.
rembrandt_self_portrait  რემბრანდტი ამსტერდამისთვის იგივეა, რაც ანტვრეპენისთვის რუბენსი... თუმცა იგი ნაკლებად გმირულია, მაგრამ მასაც მოსდგამს რუბენსის დარი პრესტიჟი და მეფური დიდებულება...აქ არის რემბრანდტის ქანდაკება და სახლი , სადაც დიდმა მხატვარმა თავისი საუკეთესო წლები გაატარა და შექმნა თავისი საუკეთესო ნახატი, რომელიც საკმარისი იქნებოდა იმისათვის რათა დაეჩრდილა ნებისმიერი დიდებული სახელი...
                                                                        rembrandt night watch
ღამის გუშაგები- ეს არის ნახატი , როემლიც ჰოლანდიაში არსებულთაგან ყველაზე ცნობილია და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული. ფერწერის არცერთი ნაწარმოები, სიქსტეს კაპელის გამოკლებით, არა ქცეულა ისეთი რთული, თავსამტვრევი და ბუნდოვანი მსჯელობის საგნად, როგორც "ღამის გუშაგები".  მას ზომაზე მეტად აქებდნენ,  მისი ნახვისას ანგარიშმიუცემლად ეძლეოდნენ აღფრთოვანებას, მასზე დავობდნენ...
           "ღამის გუშაგები", წარმოგვიდგენს რემბრანდტს ძალთა აყვავების პერიოდში, როდესაც იგი 34 წლისა იყო, "ანატომიის გაკვეთილიდან" ათი წლის შემდეგ, მთელი ბრწყინვალებით გამოჩნდა მხატვრის ორიგინალური ნიჭის ზოგიერთი მხარე.
სურათის ეს სახელი შემთხვევითია, რადგან თვით ავტორს მისთვის არაფერი დაურქმევია. მის სახელზე და შინაარსზე კამათი დღემდე არ შეწყვეტილა. კარგადაა ცნობილი სურათის დამკვეთნი და ნახატის შექმნის მიმდინარეაბა. ჯგუფური პორტრეტი დაუკვეთეს ამსტერდამის მსროლელთა გილდიის წარმომადგენლებმა. ეს ის ეპოქაა როდესაც ჯგუფური პორტრეტები მოდაშია და მისი სულის ჩამდგმელია ფრანს ალსი. მისი დინამიური, ხალიასიანი პორტრეტები საქვეყნოდ განთქმული იყო და მათ დღესაც აღტაცებაში მოვყავართ. რემბრანდტი კი სხვანაირად უყურებდა ჯგუფურ პორტრეტს. ერთი მათგანი, ექიმი ტულპის ანატომიის გაკვეთილი, წარმოადგენდა ერთი საქმით გატაცებულ ჯგუფს და ამავე დროს თითოეული მათგანი პორტრეტული იყო, მათი სახის ცალ-ცალკე ამოკითხვა შეიძლებოდა. ახლა კი მეტად რთული კომპოზიცია ჩაუფიქრებია ოსტატს. ამ სურათს გარკვევით ემჩნევა, რომ მხატვარი ჯერ კიდევ სუნთქავს განთავისუფლების იმ პათოსით, რომელიც სუფევდა მისი ცხოვრების ადრეულ პერიოდში. თავისუფლების სულისკვეთების მქონე ადანმიანს მხოლოდ დემოკრატიული იდეები ასულდგმულებს, მაშინ როდესაც 30-0იანი წლების ბოლოს ბურჟუას მხოლოდ გამდიდრების წყურვილი კლავს. ბიურგერი უკვე ოცნებობს საკუთარი თავისა და ოჯახის განდიდებაზე. მისთვის უკვე მიუღებელია ბრძოლა საერთო კეთილდღეობისათვის. ნახატის შექმნის მომენტში ერთმანეთს შეხვდა განსხვავებული განწყობის ადამიანი. მათ შორის მოსალოდნელმა კონფლიქტმა არ დააყოვნა. ჯგუფური პორტრეტი, რომელიც გილდის ხელმძღვანელობამ დაუკვეთა, მხატვარმა გამოიყენა თავისებურად. მან ჯგუფს ჩაბერა ქალაქის თუ ქვეყნის დაცვის სული. თითქოს ნაღარის ხმაზე ჯარი გამოდის ქალაქის ჭიშჯრიდან და მთელი შემართებით მიემერთება მტრის შესახვედრად. დროშა ფრიალებს, ჯარს ამხნევებსა დოლის ხმა. მებრძოლთა სწრაფ მოძრაობაში ერთმანეთში იხლართება შეირაღების სხვადასხვა სახეობა: შუბები, ხმლები, თოფები. როგორც ჩვეულებრივ, დაინტერესებული ქუჩის ბავშვები ირევიან მეომრებში. ბიჭს, რომელსაც მუზარადი ახურავს და გოგონა მტრედით, მებრძოლების შუაში არიან მოქცეულნი. ერთიც წინ გარბის. მხატვარი სინათლის წყაროს თავისებური გამოყენებით ამეტყველებს მებრძოლთა სახეებს. მხატვარი დიდი ჩანაფიქრის მთლიანობისათვის არ სჯერდება მარტო დამკვეთებით და სხვადასხვა პერსონაჟები შეჰყავს კომპოზიციაში.
ნახატი, რომელიც დაიწყო 1639 წელს და დამთავრდა 1642 წელს, გაუგებარი და მიუღებელი დარჩა გილდისათვის. ამ ახალ თაობას რევოლუციური არაფერი ჰქონდა, მაგრამ საქმე მარტო კერძო შემთხვევას არ ეხებოდა, არამედ იგი დაემთხვა იმ ხანის ჰოლანდიის ბურჟუაზიის საერთო განწყობას და კონფლიქტი დასაწყისი გახადა საერთო გარღვევისა: მხატვარი და მისი გარემოცვა სხვადასხვა გზით მიდიან. ასეთი მდგომარეობა გრძელდება მისი სიცოცხლის მთელ მანძილზე, რამაც ცხოვრება ტრაგედიად აქცია.

No comments:

Post a Comment