რა არის ხელოვნება? ძნელი სათქმელია, ხელოვნება ხომ ყველაფერშია და ყველგან ,ისევე,როგორც ღმერთი... და ისევე როგორც ყველაფერს დედამიწაზე ხელოვნებასაც ხომ მან დაუდო სათავე...რისგან შექმნა ღმერთმა პირველი ადამიანი? თიხისგან გამოძერწა...გამოძერწა...დიახ,განა ეს არ არის პირველი ხელოვნება? და აქედან არ იღებს სათავეს როგორც სამყაროს ასევე ხელოვნების ისტორია?
მას შემდეგ გავიდა დრო და ადამიანმა თვითონ დაიწყო შემოქმედის მსგავსად ქმნადობა,მას ხომ უფლისგან ერგო წილად ეს უდიდესი რამ, თვითონ ქმნილი არსება ქმნის და ასე გრძელდება საუკუნეების მაძილზე დღემდე.
თავად ტერმინი ხელოვნება სიტყვა ხელიდან იღებს სათავეს და ადამიანის ხელით შექმნილს ნიშნავს...მაგრამ განა ადამიანის ხელით შექმნილი ყოველი ნივთი ხელოვნების ნიმუშია? რათქმაუნდა არა,მაგრამ ყველაფერი მაინც ფასეულია,ის რაც ადამიანის მიერ სამყაროს ,უფლის და საკუთარი თავის შეცნობას ემსახურება,საკუთარი ცხოვრების არსის გახსნაში ეხმარება და უკვალავს გზას კეთილშობილი ცხოვრებისაკენ იმიტომ, რომ არ შეიძლება ჭეშმარიტი ხელოვნება ადამიანს რაიმეს ცუდს და უვარგისს აზიარებდეს...ხელოვნება ხომ თვითონ მშვენიერებაა და გვასწავლის სამყაროს მშვენიერების შესახებ.
No comments:
Post a Comment