Friday, January 11, 2013

სახალისო კონკურსი

          აწ უკვე გასული წლის 20 დეკემბერს, თბილისის 212-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა ნახატების გაოფენა-კონკურსი... ნახატების თემა თავისუფალი გახლდათ. მასში მონაწილეობდნენ მეოთხე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, მონაწილეობა კი გახლდათ ნებაყოფლობითი.
          დასაწყისშივე კონკურსმა ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია, დაიწყო მზადება და დიდი საქმიანობა. გამარჯვება ხომ ყველას სურდა. ბევრი ვიფიქრეთ ვის შეიძლებოდა გამოევლინა გამარჯვებული ნახატები, დირექციას,ესთეტიკის კათედრას თუ თავად მოსწავლეებს. ბოლოს არჩევანი სწორედ სამივეზე შევაჩერეთ,ესენი იქნებოდნენ სკოლის პედაგოგები,დირექცია,მანდატურები და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები.
          აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ საკონკურსო ნახატებს არ ეწერა ავტორის სახელი და გვარი, მათ სათითაოდ მინიჭებული ჰქონდათ საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომერი და მხოლოდ ასეთი სახით იღებდნენ მონაწილეობას კონკურსში.
           გამოფენა გაიხსნა მერვე კლასის მოსწავლეების ანი ალაფიშვილისა და ნინო ჯიჯიაშვილის სიტყვით, მათ დამთვალიერებლებს გააცნეს კონკურსის პირობები და მათი მოვალეობები, რის შემდეგაც გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა. დამთვალიერებელმა და ამავე დროს ჟიურიმ თავისი ფავორიტი ნახატის ნომერი დაწერეს მათთვის წინასწარ მიცელმულ ბარათებზე,რომელიც შემდგომში მოათავსეს სპეციალურ ყუთში. ხმის მიცემის შემდეგ, სპეციალურმა ხმის დამთვლელმა კომისიამ (ანი ალაფიშვილი,ნინო ჯიჯიაშვილი,სოფიო ჯანგულაშვილი,ნათია იაშაღაშვილი,ინგა ლევანიშვილი) ხმების დათვლის შემდეგ გამოავლინა სამი ყველაზე მეტი ხმის მქონე ნახატის ავტორები, ესენი არიან მერვე კლასის მოსწავლე ანა ტაბატაძე,მეათე კლასის მოსწავლე მაკა ალაფიშვილი და მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მარიამ ნიაზაშვილი.
ანა ტაბატაძე
მაკა ალაფიშვილი
მარიამ ნიაზაშვილი
         გამარჯვებული მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

No comments:

Post a Comment