Tuesday, January 8, 2013

ამადეო მოდილიანი

ჩემის აზრით ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველგვარ სამყაროზე უკეთესიც.... 
                                                                                                     
მე არც მეპატრონე ვარ, არც მუშა, მაგრამ მაინც არა ვარ თავისუფალი.ჩემი ოცნებაა -  ვიცხოვრო იტალიაში, ამ ხელოვნებით გაჟღენთილ ქვეყანაში, ვიცხოვრო ფლორენციაში ან ლივორნოში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. მაგრამ, ეტყობა, მხატვრობა ჩემს სურვილებზე ძლიერია. იგი მოითხოვს, ვიცხოვრო პარიზში. მხოლოდ პარიზის ატმოსფერო ბადებს ჩემში შთაგონებას.პარიზში მე უბედური ვარ, მაგრამ რაც მართალია, მართალია, მუშაობა მხოლოდ აქ შემიძლია.


ალკოჰოლი გვთიშავს გარე სამყაროსაგან, მაგრამ მისი საშუალებით ვწვდებით ჩვენ შინაგან სამყაროს და ამავე დროს შეგვყავს მასში გარე სამყარო.....


ხაზი ჯადოსნური ჯოხია. მისი გამოყენება რომ შეძლო, ამისათვის გენიოსობაა საჭირო..


შთაგონება ნიავის ნაზი შემოქროლვაა, ქარიშხლის მომასწავებელი. ჩვენ შევიგრძნობთ ამას ჩვენს ირგვლივ და ჩვენშ. იგი შეიძლება ქარიშხლად გადაიქცეს და კარგი მეზღვაური უნდა იყო, რომ გაუმკლავდე ამას. ხანგრძლივი სიმშვიდე - უბედურებაა, უიმედობა...
ამადეო მოდილიანი
ვიტალი ვილენკინი. ამედეო მოდილიანი. თბილისი, ნაკადული 1984წ.

No comments:

Post a Comment