Friday, January 18, 2013

განვითარების თეორიები

ამჯერად შევეხები დღეისთვის და არა მარტო დღეისთვის, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ადამიანის განვითარება ჰქვია. ეს საკითხი ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის განსაკუთრებით საინტერესოა და ვურჩევდი ყველა პედაგოგს და არა მარტო მათ,ასევე ყველა მშობელს რომ კარგად შეესწავლათ ის.
პირველ რიგში მოგახსენებთ ასაკობრივი განვითარების კლასიფიკაციების შესახებ - გიორგი ლაცაბიძის წიგნიდან- განვითარების თეორიები (მეორე განახლებული გამოცემა, 2010)

არსებობს ასაკობრივი განვითარების სხვადასხვა კლასიფიკაცია. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. მას განვითარების რთული პროცესი აქვს გასავლელი. ცხოვრების სხვადასხვა საფეხურზე, ასაკობრივი განვითარების შესაბამისად, თითოეული ინდივიდი, განიცდის მეტად ღრმა ცვლილებებსა და გარდაქმნებს.
კვრცხუჯრედის განაყოფიერებიდან 5-7 დღის შემდეგ, ფიქსირდება ემბრიონის ქცევის სხვადასხვა ფორმები, რის შედეგადაც გამოიკვეთება სამი ძირითადი ფაქტორი - გენეტიკური მემკვიდრეობითობა (გენოტიპი), კულტურული სახე და სასიცოცხლო აქტივობა.

ადამიანის ცხოვრების ციკლი შეიძლება დაიყოს ოთხ დიდ პერიოდად:
1. პრენატალური პერიოდი
2. ბავშვობა
3. ყრმობა
4. მოწიფულობა

1. პრენატალური პერიოდი 
გრძელდება 266 დღეს. მოიცავს წინაგანაყოფიერებამდელ სტადიას, ემბრიონალურ სტადიას და ნაყოფის სტადიას.
ა) წინაგანაყოფიერებამდელი სტადია -  გრძელდება ორი კვირა. ეს არის ზიგოტას წარმოქმნის პერიოდი.
ბ) ემბრიონალური სტადია - გრძელდება მესამე კვირიდან მეორე თვის ბოლომდე. ამ სტადიაში ხდება სხვადასხვა ორგანოს ანატომიური და ფიზიოლოგიური დიფერენცირება. კერძოდ, ამ დროს ჩნდება ძვლის პირველი უჯრედები, ყალიბდება ქუთუთოები, ყურის ნიჟარა,ვითარდება ნერვიული ბოჭკოები, კიდურები და სასქესო ორგანოები. 
გ) ნაყოფის სტადია - იწყება მესამე თვიდან და გრძელდება ბავშვის დაბადებამდე. ამ პერიოდში ვითარდება სასიცოცხლო ფუნქციები და სისტემები, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს გადარჩეს დაბადების შემთხვევაში. მხოლოდ მეშვიდე თვიდან არის ნაყოფი სიცოცხლისუნარიანი. შვიდი თვის ნაყოფს გადარჩენის მეტი შესაძლებლობა აქვს. შვიდი თვის ნაყოფი უკვე ახელს  და ხუჭავს თვალებს, რეაგირებს სინათლის ცვლილებებზე. მას დღისა და ღამის ციკლის გარჩევაც შეუძლია, ესმის ხმები, თუმცა ბგერების უმეტესობა მისთვის დახშულია. სწორედ ამ თვეში ინტენსიურად ვითარდება თავის ტვინი და ნერვული სისტემა.

2. ბავშვობა. ეს პერიოდი იყოფა სამ სტადიად:
1 სტადია: იწყება ბავშვის გაჩენიდან და გრძელდება სამ წლამდე. ეს არის განვითარების და მეტყველების ფუნქციონალური პერიოდი.
11 სტადია: მოიცავს 3- დან 6 წლამდე პერიოდს და მისთვის დამახასიათებელია პიროვნული თვისებების და კოგნიტური პროცესების განვითარება.
111 სტადია: მოიცავს პერიოდს 6 წლიდან 12 წლამდე. რაც თავისთავად გულისხმობს სასკოლო ასაკს და ბავშვის სოციალურ ჯგუფში ჩართვას.

3. ყრმობა. იყოფა 2 პერიოდად:
ა) პუბერტატული პერიოდი გრძელდება 12-16 წლამდე, როცა მოზარდებში უკვე ყალიბდება ახალი წარმოდგენა საკუთარ თავზე.
ბ) იუვენილური პერიოდი იწყება 16 წლიდან და გრძელდება 18-20 წლამდე. ამ დროს ხდება მოზარდების შეგუება ოჯახთან, სკოლასთან და თანატოლებთან.

4. მოწიფულობა. იყოფა სამ სტადიად.
ადრეული ყრმობის 1 სტადია მოიცავს 20- დან 40 წლამდე პერიოდს. ამ დროს ხდება ადამიანის ინტენსიური პირადი ცხოვრების ჩამოყალიბება და პროფესიული განვითარება.
მოწიფულობის 11 სტადია გრძელდება 40 - 60 წლამდე, ხასიათდება სტაბილურობით და პროდუქტიულობით, განსაკუთრებით სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებში.
მოწიფულობის 111 სტადია იწყება 60-70 წლებიდან და ხასიათდება ადამიანის აქტიური ცხოვრებიდან გასვლით.
განვითარებისა და ასაკობრივ ფსიქოლოგიაში გამოყოფენ შემდეგ სფეროებს:
ფსიქო-ფიზიკური - შეისწავლის ადამიანის სენსორულ და პერცეპტიულ სისტემებს.
ფსიქოსოციალური - შეისწავლის ადამიანის მოღვაწეობას.
კოგნიტური - შეისწავლის ადამიანის შემეცნების და უნარ-ჩვევების განვითარებას.
განვითარების ფორმებია:
ფილოგენეზი - კაცობრიობის განვითარების სრული ფსიქიკური ჩამოყალიბების პროცესი;
ონტოგენეზი - ინდივიდუალური განვითარების პროცესი.
ადამიანის ფსიქიკური განვითარების ძირითადი ფაქტორებია:
  • მემკვიდრეობითობა - ორგანიზმის თვისება გაიმეოროს მთელი რიგი შთამომავლობითი მსგავსების ცვლილების ტიპები და სრული ინდივიდუალური განვითარება;
  • გარემო - ადამიანის საზოგადოებრივი, მატერიალური და სულიერი მდგომარეობის არსებობა;
  • აქტივობა - ორგანიზმის მოქმედების მდგომარეობა.  

Thursday, January 17, 2013

ღამის გუშაგები


ამსტერდამი - ევროპის ეს ულამაზესი ქალაქი, ჩრდილოეთის ვენეცია- როგორც უწოდებენ მას მეორენაირად, რემბრანდტის სამშობლოა, თუმცა იგი ლეიდენში დაიბადა 1606 წელს.ამსტერდამში საცხოვრებლად რემბრანდტი 1631 წელს გადადის. მისი შემოქმედება დაემთხვა ჰოლანდიის ოქროს ხანას და მან შექმნა კიდეც ამ ოქროს ხანის ლოგიკური გაგრძელება თავისი შემოქმედებით.
rembrandt_self_portrait  რემბრანდტი ამსტერდამისთვის იგივეა, რაც ანტვრეპენისთვის რუბენსი... თუმცა იგი ნაკლებად გმირულია, მაგრამ მასაც მოსდგამს რუბენსის დარი პრესტიჟი და მეფური დიდებულება...აქ არის რემბრანდტის ქანდაკება და სახლი , სადაც დიდმა მხატვარმა თავისი საუკეთესო წლები გაატარა და შექმნა თავისი საუკეთესო ნახატი, რომელიც საკმარისი იქნებოდა იმისათვის რათა დაეჩრდილა ნებისმიერი დიდებული სახელი...
                                                                        rembrandt night watch
ღამის გუშაგები- ეს არის ნახატი , როემლიც ჰოლანდიაში არსებულთაგან ყველაზე ცნობილია და მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული. ფერწერის არცერთი ნაწარმოები, სიქსტეს კაპელის გამოკლებით, არა ქცეულა ისეთი რთული, თავსამტვრევი და ბუნდოვანი მსჯელობის საგნად, როგორც "ღამის გუშაგები".  მას ზომაზე მეტად აქებდნენ,  მისი ნახვისას ანგარიშმიუცემლად ეძლეოდნენ აღფრთოვანებას, მასზე დავობდნენ...
           "ღამის გუშაგები", წარმოგვიდგენს რემბრანდტს ძალთა აყვავების პერიოდში, როდესაც იგი 34 წლისა იყო, "ანატომიის გაკვეთილიდან" ათი წლის შემდეგ, მთელი ბრწყინვალებით გამოჩნდა მხატვრის ორიგინალური ნიჭის ზოგიერთი მხარე.
სურათის ეს სახელი შემთხვევითია, რადგან თვით ავტორს მისთვის არაფერი დაურქმევია. მის სახელზე და შინაარსზე კამათი დღემდე არ შეწყვეტილა. კარგადაა ცნობილი სურათის დამკვეთნი და ნახატის შექმნის მიმდინარეაბა. ჯგუფური პორტრეტი დაუკვეთეს ამსტერდამის მსროლელთა გილდიის წარმომადგენლებმა. ეს ის ეპოქაა როდესაც ჯგუფური პორტრეტები მოდაშია და მისი სულის ჩამდგმელია ფრანს ალსი. მისი დინამიური, ხალიასიანი პორტრეტები საქვეყნოდ განთქმული იყო და მათ დღესაც აღტაცებაში მოვყავართ. რემბრანდტი კი სხვანაირად უყურებდა ჯგუფურ პორტრეტს. ერთი მათგანი, ექიმი ტულპის ანატომიის გაკვეთილი, წარმოადგენდა ერთი საქმით გატაცებულ ჯგუფს და ამავე დროს თითოეული მათგანი პორტრეტული იყო, მათი სახის ცალ-ცალკე ამოკითხვა შეიძლებოდა. ახლა კი მეტად რთული კომპოზიცია ჩაუფიქრებია ოსტატს. ამ სურათს გარკვევით ემჩნევა, რომ მხატვარი ჯერ კიდევ სუნთქავს განთავისუფლების იმ პათოსით, რომელიც სუფევდა მისი ცხოვრების ადრეულ პერიოდში. თავისუფლების სულისკვეთების მქონე ადანმიანს მხოლოდ დემოკრატიული იდეები ასულდგმულებს, მაშინ როდესაც 30-0იანი წლების ბოლოს ბურჟუას მხოლოდ გამდიდრების წყურვილი კლავს. ბიურგერი უკვე ოცნებობს საკუთარი თავისა და ოჯახის განდიდებაზე. მისთვის უკვე მიუღებელია ბრძოლა საერთო კეთილდღეობისათვის. ნახატის შექმნის მომენტში ერთმანეთს შეხვდა განსხვავებული განწყობის ადამიანი. მათ შორის მოსალოდნელმა კონფლიქტმა არ დააყოვნა. ჯგუფური პორტრეტი, რომელიც გილდის ხელმძღვანელობამ დაუკვეთა, მხატვარმა გამოიყენა თავისებურად. მან ჯგუფს ჩაბერა ქალაქის თუ ქვეყნის დაცვის სული. თითქოს ნაღარის ხმაზე ჯარი გამოდის ქალაქის ჭიშჯრიდან და მთელი შემართებით მიემერთება მტრის შესახვედრად. დროშა ფრიალებს, ჯარს ამხნევებსა დოლის ხმა. მებრძოლთა სწრაფ მოძრაობაში ერთმანეთში იხლართება შეირაღების სხვადასხვა სახეობა: შუბები, ხმლები, თოფები. როგორც ჩვეულებრივ, დაინტერესებული ქუჩის ბავშვები ირევიან მეომრებში. ბიჭს, რომელსაც მუზარადი ახურავს და გოგონა მტრედით, მებრძოლების შუაში არიან მოქცეულნი. ერთიც წინ გარბის. მხატვარი სინათლის წყაროს თავისებური გამოყენებით ამეტყველებს მებრძოლთა სახეებს. მხატვარი დიდი ჩანაფიქრის მთლიანობისათვის არ სჯერდება მარტო დამკვეთებით და სხვადასხვა პერსონაჟები შეჰყავს კომპოზიციაში.
ნახატი, რომელიც დაიწყო 1639 წელს და დამთავრდა 1642 წელს, გაუგებარი და მიუღებელი დარჩა გილდისათვის. ამ ახალ თაობას რევოლუციური არაფერი ჰქონდა, მაგრამ საქმე მარტო კერძო შემთხვევას არ ეხებოდა, არამედ იგი დაემთხვა იმ ხანის ჰოლანდიის ბურჟუაზიის საერთო განწყობას და კონფლიქტი დასაწყისი გახადა საერთო გარღვევისა: მხატვარი და მისი გარემოცვა სხვადასხვა გზით მიდიან. ასეთი მდგომარეობა გრძელდება მისი სიცოცხლის მთელ მანძილზე, რამაც ცხოვრება ტრაგედიად აქცია.

ფიროსმანი და ვაჟა ფშაველა

... ძმებო, ავაშენოთ, დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასთვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე...Изображение ფიროსმანის ეს სიტყვები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე,განსაკუთრებით კი მისი გაგრძელება - მაგრამ თქვენ ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ... მთელი მისი ცხოვრება წინააღმდეგობებით იყო სავსე, ყველას უნდოდა მას გვერდით დადგომოდა,მაგრამ არავის გამოსდიოდა ეს თითქოს, ან არ ქონდათ ამის ისეთი ძლიერი სურვილი რომ ეს განეხორციელებინათ.. ყოველთვის,როცა კირილე ზდანევიჩი მას გამოფენის შესახებ ესაუბრებოდა, ან იმის შესახებ თუ როგორ უნდოდა მას ფიროსმანზე გაზეთში წერილი გამოექვეყნებინა ნიკალა მორიდებულობით მუდამ თავის ცუდ ჩაცმულობაზე სწუხდა, იმაზე, რომ არ იყო შესაბამის ფორმაში საიმისოდ... საინტერესოა როგორ მოხდა ამ ორი ბუმბერაზი ადამიანის ნიკო ფიროსმანიშვილისა და ვაჟა ფშაველას შეხვედრა. ამის შესახებ გვიყვება ვასო ჩაჩანიძე - მოგონებებში ფიროსმანის შესახებ. ვასო მაშინ ქუდების სამკერვალო სახელოსნოში მოწაფეობდა, იქ ყოფნის პერიოდში, როდესაც თავისუფალი დრო ჰქონდა სახელოსნოს წინ ტროტუართან მჯდომი ვასო ხალხის მიმოსვლას და ვაჭრობას ადევნებდა თვალყურს, სწორედ აქ გაიცნო მან ცნობილი "მხატვარი ნიკალა", როგორც მაშინ ეძახდნენ და იცნობდნენ ფიროსმანს. ნიკალა ამხანაგობდა მათი სახელოსნო ოთახის გვერდით მცხოვრებ მხატვარ-მღებავ მიხაკასთან.როდესაც სამუშაო არა ჰქონდა მიხაკასთან ერთად მუშაობდა სამღებრო საქმეებზე, ამის გამო ფიროსმანი იქ ხშირად მიდიოდა...სწორედ ვასო ჩაჩანიძე გახდა მოწმე ამ ორი უბადლო ხელოვანის შეხვედრისა და შემოგვინახა კიდეც ხსოვნა ამის შესახებ. ვაჟა თბილისში ჩამოსვლისას ხშირად მიდიოდა რიყეში,აქ ის თავის მეგობარსა და პატივისმცემელს ივანე აბაევს მიაკითხავდა ხოლმე, რომელსაც რიყეში გახსნილი ჰქონდა ღამის გასათევი ოთახები. ივანე აბაევი დიდ პატივს სცემდა ვაჟას, მას ძმადნაფიცს ეძახდა, აბაევი იმავე სახლში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ხოლო ამ სახლის პირველ სართულზე იყო ის სამკერვალო სახელოსნო სადაც ვასო ჩაჩანიძე შეგირდობდა.Изображение 1914 წლის ზაფხული იყო, ერთ დღეს მივიდა აბაევი სახელოსნოში და ვასო და მამამისი თავისთან მიიპატიჟა ვაჟა ფშაველას გასაცნობად.მალე პურ-მარილიც გამიართა. იმხანად აბაევს დაქირავებული ყავდა მუშები,რომლებიც სასტუმროს კედლებსა და კარ-ფანჯრებს ღებავდნენ. ესენი იყვნენ მღებავი მიხაკა და ნიკალა.მათ სამუშაო დაესრულებინათ და ხელფასისთვის მომაკითხეს აბაევს. საღებავებიანი ვედროები და ფუნჯები ორივეს ხელში ეჭირათ და კარებში იდგნენ. " მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა ",- უთხრა ივანემ და ოთახში მიიწვია. " კარგი ხელოსნები ჩანან, წეღან ვნახე, თავაუღებლივ და მუყაითიანად მუშაობდნენ ორივენი", - თქვა ვაჟამ და მიხაკასა და ნიკოს მიუბრუნდა: " სად ისწავლეთ ხელობა. სადაურები ხართ"? - ჰკითხა ვაჟამ ორივეს. " მე კახეთიდან ვარ, ჩემი მეგობარი კი თბილისელია", - უპასუხა ნიკომ. " შენც თბილისელი არა ხარ? - წამოიწყო მიხაკომ. - თუმცა ატაჟიანი სახლები არცერთს არა გვაქვს, მაგრამ მაინც თბილისელები ვართ ორივენი. ამან მარტო მალარობა კი არ იცის, - განაგრძო მიხაკამ, - ეს მხატვარია, ისეთ რამეს დახატავს ხოლმე, რომ კაცს ნამდვილი ცოცხალი ეგონება... ამის შემდეგ ვითარდება უკვე ნიკო ფიროსმანისა და ვაჟას დიალოგი, ვაჟა აღფრთოვანებას არ მალავს ნიკოს ხელოვნების მიმართ, მას შემდეგ, რაც მიხაკამ მას ნიკოს დახატული ფუნიკულიორი უჩვენა. - შე კაი კაცო, ოქროს ნიჭი გქონია და ოქროს ხელიი, რაღა მალარობას მისდევ?- კითხა ვაჟამ - ეჰ, ჩემო ძმაო, გატყობთ, ნასწავლი კაცი ბრძანდებით, მაგრამ სხვებივით რატომ კარგად არ გაცვია და ჩინ-მედლები არ გკიდია.რათ გაცვია გახუნებული და ჩემსავით დაკერებული ტანსაცმელი, - უთხრა ფიროსმანმა ვაჟა ფშაველას, რაზეც ვაჟამ მიუგო  - რომელი გლეხი ნახეთ ამ დროებაში ჩემზე უკეთ ჩაცმულიო , და ჩაიცინა...აქ აბაევი ჩაერია ლაპარაკში და ვაჟას თავი წარუდგინა მხატვრებს, ფიროსმანი გაოცებით მიაჩერდა ვაჟას,სახე გაუბრწყინდა, წამოხტა ფეხზე და მოწიწებით დაუკრა თავი და ხელიც ჩამოართვა... - მე წავიკითხე შენი " შვლის ნუკრის ნაამბობი".ცრემლებს ვერ ვიკავებდი, - დაიწყო ნიკომ. - ძლიერ მომეწონა და განვიზრახე, დამეხატა კიდეც.და, აი, შარშან მომეცა აის შემთხვევა, მიხუას დუქანში. მიხომ მთხოვა, კარგი რამე ადმეხატა მის დუქანში, ბუფეტის მოპირდაპირე დიდ კედელზე. მე გამიხარდა და დავიწყე ხატვა. მიხას მოწონდა დახატული ტყე,მთები, პატარა წყარო და მაქებდა კიდეც. მაგრამ შემდეგ როდესაც წითლად შევაფერადე შვლის გამოჭრილი ყელი და ბალახზე დაღვრილი სისხლი, მიხუამ წამაშლევინა ნამუშევარი. მის ადგილზე მეზურნეების დასტა და მედოლე ბაგრატი დამახატვინა, მოცეკვავე ყარაჩოხელებით. - რად წაგაშლევინა? - ჰკითხა ვაჟამ ფიროსმანს. - მიხუამ მითხრა: ჩემს დუქანში ხალხი გასართობად მოდის, მას დროსტარება და მხიარულება უნდა. მთვრალმა კაცმა რომ სისხლი ნახოს, ვაი თუ ჩხუბის გუნებაზე დადგესო , ვინმეს ეცეს და სისხლი დაღვაროსო. სამი დღის ნამუშევარი წყალში გადამიყარა, - მიუგო ნიკალამ  ვაჟას - ეჰ, ცხოვრებავ, რა ხარ, რა, - ამოიგმინა ვაჟამ წასვლის წინ ნიკალამ სთხოვა მიხაკას მის მიერ დახატული ფუნიკულიორის სურათი და სახსოვრად უძღვნა ვაჟას. ვაჟამ მადლობა გადაუხადა... ასე დასრულდა მათი შეხვედრა, ცოტა გულისტკივილით,მაგრამ ამავე დროს დიდი სიხარულით,რომელიც ამ ადამიანებმა ერთმანეთის გაცნობით განიცადეს...თუმცა ასეთი შეხვედრები ნიკალას ცხოვრებაში ბევრი ყოფილა თავისი მოხეტიალე ცხოვრების და ინდივიდუალური ხატვის მანერის წყალობით, რომელიც ყველას აოცებდა და იზიდავდა, თუმცა ის მაინც უგზო-უკვლოდ მოხეიალე მხატვრად წავიდა ამ ცხოვრებიდან და თავისი საფლავის ხილვის ღირსნიც არ გაგვხადა და ამაშიც მოკლებულნი დავრჩით მის სიახლოვეს.თუმცა ასეთი იყო ალბათ მისი ბედი, იდუმალი და ამოუცნობი...

უწმიდესი და უნეტარესი


წელს 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს ილია მეორეს დაბადებიდან 80 წელი და აღსაყდრებიდან 35 წელი შეუსრულდა... გუშინ 11 იანვარს  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გამიართა. კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ ანსამლები: ბასიანი, მართვე, სამების ვაჟთა გუნდი, ანსამბლი ერისიონი, სუხიშვილები, მომღერლები მარიამ როინიშვილი,ლადო ათანელი, ბადრი მაისურაძე, და ა.შ... კონცერტმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან  შესრულდა უწმინდესის და უნეტარესის დაწერილი საგალობლები : კირიელეისონ, ალილუია,                 სანქტუს და ა.შ... 
ვუსურვებ უწმიდესს და უნეტარესს დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობასImageImageImage


ხელოვნება ...


რა არის ხელოვნება? ძნელი სათქმელია, ხელოვნება ხომ ყველაფერშია და ყველგან ,ისევე,როგორც ღმერთი... და ისევე როგორც ყველაფერს დედამიწაზე ხელოვნებასაც ხომ მან დაუდო სათავე...რისგან შექმნა ღმერთმა პირველი ადამიანი? თიხისგან გამოძერწა...გამოძერწა...დიახ,განა ეს არ არის პირველი ხელოვნება? და აქედან არ იღებს სათავეს როგორც სამყაროს ასევე ხელოვნების ისტორია?
მას შემდეგ გავიდა დრო და ადამიანმა თვითონ დაიწყო შემოქმედის მსგავსად ქმნადობა,მას ხომ უფლისგან ერგო წილად ეს უდიდესი რამ, თვითონ ქმნილი არსება ქმნის და ასე გრძელდება საუკუნეების მაძილზე დღემდე.
თავად ტერმინი ხელოვნება სიტყვა ხელიდან იღებს სათავეს და ადამიანის ხელით შექმნილს ნიშნავს...მაგრამ განა ადამიანის ხელით შექმნილი ყოველი ნივთი ხელოვნების ნიმუშია? რათქმაუნდა არა,მაგრამ ყველაფერი მაინც ფასეულია,ის რაც ადამიანის მიერ სამყაროს ,უფლის და საკუთარი თავის შეცნობას ემსახურება,საკუთარი ცხოვრების არსის გახსნაში ეხმარება  და უკვალავს გზას კეთილშობილი ცხოვრებისაკენ იმიტომ, რომ არ შეიძლება ჭეშმარიტი ხელოვნება ადამიანს რაიმეს ცუდს და უვარგისს აზიარებდეს...ხელოვნება ხომ თვითონ მშვენიერებაა და გვასწავლის სამყაროს მშვენიერების შესახებ.Image

Friday, January 11, 2013

სახალისო კონკურსი

          აწ უკვე გასული წლის 20 დეკემბერს, თბილისის 212-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა ნახატების გაოფენა-კონკურსი... ნახატების თემა თავისუფალი გახლდათ. მასში მონაწილეობდნენ მეოთხე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, მონაწილეობა კი გახლდათ ნებაყოფლობითი.
          დასაწყისშივე კონკურსმა ბავშვების დიდი ინტერესი გამოიწვია, დაიწყო მზადება და დიდი საქმიანობა. გამარჯვება ხომ ყველას სურდა. ბევრი ვიფიქრეთ ვის შეიძლებოდა გამოევლინა გამარჯვებული ნახატები, დირექციას,ესთეტიკის კათედრას თუ თავად მოსწავლეებს. ბოლოს არჩევანი სწორედ სამივეზე შევაჩერეთ,ესენი იქნებოდნენ სკოლის პედაგოგები,დირექცია,მანდატურები და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები.
          აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ საკონკურსო ნახატებს არ ეწერა ავტორის სახელი და გვარი, მათ სათითაოდ მინიჭებული ჰქონდათ საკუთარი საიდენტიფიკაციო ნომერი და მხოლოდ ასეთი სახით იღებდნენ მონაწილეობას კონკურსში.
           გამოფენა გაიხსნა მერვე კლასის მოსწავლეების ანი ალაფიშვილისა და ნინო ჯიჯიაშვილის სიტყვით, მათ დამთვალიერებლებს გააცნეს კონკურსის პირობები და მათი მოვალეობები, რის შემდეგაც გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა. დამთვალიერებელმა და ამავე დროს ჟიურიმ თავისი ფავორიტი ნახატის ნომერი დაწერეს მათთვის წინასწარ მიცელმულ ბარათებზე,რომელიც შემდგომში მოათავსეს სპეციალურ ყუთში. ხმის მიცემის შემდეგ, სპეციალურმა ხმის დამთვლელმა კომისიამ (ანი ალაფიშვილი,ნინო ჯიჯიაშვილი,სოფიო ჯანგულაშვილი,ნათია იაშაღაშვილი,ინგა ლევანიშვილი) ხმების დათვლის შემდეგ გამოავლინა სამი ყველაზე მეტი ხმის მქონე ნახატის ავტორები, ესენი არიან მერვე კლასის მოსწავლე ანა ტაბატაძე,მეათე კლასის მოსწავლე მაკა ალაფიშვილი და მეთერთმეტე კლასის მოსწავლე მარიამ ნიაზაშვილი.
ანა ტაბატაძე
მაკა ალაფიშვილი
მარიამ ნიაზაშვილი
         გამარჯვებული მოსწავლეები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

მოგესალმებით !

გაცნობებთ, რომ უახლოეს მომავალში განვაახლებ ბლოგს და ვეცდები შემოგთავაზოთ საინტერესო მასალები :) 

Tuesday, January 8, 2013

ამადეო მოდილიანი

ჩემის აზრით ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველგვარ სამყაროზე უკეთესიც.... 
                                                                                                     
მე არც მეპატრონე ვარ, არც მუშა, მაგრამ მაინც არა ვარ თავისუფალი.ჩემი ოცნებაა -  ვიცხოვრო იტალიაში, ამ ხელოვნებით გაჟღენთილ ქვეყანაში, ვიცხოვრო ფლორენციაში ან ლივორნოში, ჩემს მშობლიურ ქალაქში. მაგრამ, ეტყობა, მხატვრობა ჩემს სურვილებზე ძლიერია. იგი მოითხოვს, ვიცხოვრო პარიზში. მხოლოდ პარიზის ატმოსფერო ბადებს ჩემში შთაგონებას.პარიზში მე უბედური ვარ, მაგრამ რაც მართალია, მართალია, მუშაობა მხოლოდ აქ შემიძლია.


ალკოჰოლი გვთიშავს გარე სამყაროსაგან, მაგრამ მისი საშუალებით ვწვდებით ჩვენ შინაგან სამყაროს და ამავე დროს შეგვყავს მასში გარე სამყარო.....


ხაზი ჯადოსნური ჯოხია. მისი გამოყენება რომ შეძლო, ამისათვის გენიოსობაა საჭირო..


შთაგონება ნიავის ნაზი შემოქროლვაა, ქარიშხლის მომასწავებელი. ჩვენ შევიგრძნობთ ამას ჩვენს ირგვლივ და ჩვენშ. იგი შეიძლება ქარიშხლად გადაიქცეს და კარგი მეზღვაური უნდა იყო, რომ გაუმკლავდე ამას. ხანგრძლივი სიმშვიდე - უბედურებაა, უიმედობა...
ამადეო მოდილიანი
ვიტალი ვილენკინი. ამედეო მოდილიანი. თბილისი, ნაკადული 1984წ.

ქრისტეშობა

  1. ყველას გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს,დაესწარით მრავალს,საუკეთესო სურვილებით