მთავარი თემა: ზაფხული
მნიშვნელობა/აქტუალობა: ეს თემა ემსახურება ბავშვებში წელიწადის დროების შესახებ ცოდნისგაღრმავებას, მათი დიფერენცირების უნარის გამომუშავებას, ერთ-ერთი წელიწადის დროის შესაბამისი ნამუშევრის შექმნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მიზნები და შედეგები: გაიხსენონ და ჩამოთვალონ წელიწადის დროები, ისაუბრონ ზაფხულის შესახებ, დახატონ ზაფხულის პეიზაჟი.
ს.გ.1.1 ნამუშევარში ხმარობს სქელ და წვრილ კონტურს, სწორ, ტალღოვან, ტეხილ, წყვეტილ ხაზებს.

თემატური ელემენტები: წელიწადის დროების ჩამოთვლა
ზაფხულის გამოყოფა/დახასიათება
ნამუშევრის შექმნა
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: უნდა იცოდნენ წელიწადის დროების სახელები თანმიმდევრობით, ასხვავებდნენ მათ, შეეძლოთ მათი დახასიათება.
შეფასების საგანი და პროცედურები: განმავითარებელი შეფასება, კომენტარი
სასწავლო მასალა და რესურსი: სახატავი რვეული ან თაბახის ფურცელი, ფერადი ფანქრები, სათლელი, საშლელი, დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა: სიის ამოკითხვა - 5 წუთი
გამოწვევა/კითხვა-პასუხი - წელიწადში რამდენი დროა?ახლა წელიწადის რომელი დროა? რომელი დრო დამთავრდა ახლახანს? შეგიძლიათ ჩამოთვალოთ მისი თვეები? რას აკეთებენ ზაფხულში ადამიანები? ისვენებენ თუ მუშაობენ? თქვენ თუ დაისვენეთ? სად?ზღვაზე ხომ არ იყო ვინმე? 10-15წუთი
პრაქტიკული სამუშაო - ვხატავთ ზღვის პეიზაჟს 15-20 წუთი
დიფერენცირებული სწავლება: 1 სსსმ მოსწავლე