Monday, January 13, 2014

აქტივობები ხელოვნებაში საგაკვეთილო პროცესისი მრავალფეროვნებისთვის

ეს აქტივობები ამოღებულია დამხმარე სახელმძღვანელოდან - " გზამკვლევი მასწავლებლებისათვის სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებაში ".

 ეს სახელმძღვანელო ძალიან საინტერესო ქტივობებს გვთავაზობს იმისათვის, რომ გავხადოთ სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და უფრო მოტივირებული, ჩავრთოთ მასში თითოეული მოსწავლე და შევუქმნათ მათ ხელსაყრელი გარემო დაეუფლონ სხვადასხვა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, კომუნიკაციისა და ინტერპრეტირების უნარს, განუვითარდეთ შემოქმედებითი, ფანტაზიის, ანალიტიკური  და კიდევ სხვა უამრავი უნარები.

შემოგთავაზებთ რამდენიმე საიტერესო აქტივობას (აქტივობები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი) :

აქტივობა - ჩარჩო
ეს აქტივობა მოიცავს პრაქტიკულ მუშაობას, რისთვისაც მოსწავლეებს დასჭირდებათ მუყაო, პლასტილინი, ბისერები ან მძივები. მუყაო პერიმეტრზე 1 - 2 სმ სიგანეზე დაიფარება პლასტილინის თხელი ფენით, რომელზეც ჩხირით ამოიკაწრება ან დაეკვრება სხვადასხვა ტიპის ხაზები (კლაკნილი, ტეხილი, სწორი). ხაზებს შორის დარჩენილი თავისუფალი სივრცე შეიძლება გალამაზდეს ბისერით ან მძივებით, კენჭებით ან ღილებით.მუყაოს ცენტრალურ ნაწილში მოსწავლეები ჩააკრავენ საკუთარ ნამუშევარს

აქტივობა - ფერი და გრძნობა
მასწავლებელი ნელ-ნელა, უსისტემოდა ასახელებს სხვადასხვა სიტყვას - მაგ. ეკითხება მოსწავლეებს, რა ფერის არის შური, ახალია წელი, წვიმა, გასეირნება, მოლოდინი, სიცილი, ტირილი, წყენა, სიყვარული, თამაში, გაზაფხული, შემოდგომა, ზამთარი, ჩხუბი, მოწყენილობა, დილა, საღამო და სხვა. ყოველი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ მოსწავლეებმა სახატავ ფურცელზე უნდა დასვან იმ ფერის ლაქა, რომელიც მათი წარმოდგენით ნათქვამ სიტყვას შეეფერება. ფურცლის ფერადი ლაქებით გავსების შემდეგ, მასწვლებელი გადახედავს ნამუშევრებს და ეკითხება მოსწავლეებს, რომელი სიტყვის აღმნიშვნელია ესა თუ ის ლაქა.ეს სავარჯიშო ამ აქტივობის შებრუნებული ვარიანტია, მოსწავლემ უნდა გაიხსენოს სიტყვა, რომელმაც ამ ფერის ასოციაცია აღუძრა

აქტივობა - მოსმენილი ნაწარმოების დასურათება
მასწავლებელი უამბობს ან წაუკითხავს მოსწავლეებს მითს ან ზღაპარს და სთხოვს მოსწავლეებს ამ თემაზე ნამუშევრის შესრულებას.მოსწავლეებმა უნდა დახატონ რომელიმე გმირი, ეპიზოდი ან დაასრულონ სიუჟეტი, როგორც თავად სურთ.

აქტივობა - თამაში-ვიქტორინა
მასწავლებელი თამაშის ან ვიქტორინის ფორმით ამოწმებს, თუ როგორ აითვისეს მოსწავლეებმა მასალა. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად. მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ვიზუალურ მასალას, მათ კი უნდა გამოიცნონ და დაასახელონ მათთვის ნაცნობი ხელოვნების ელემენტები, გეომეტრიული ფიგურები, იარაღები და მასალები, ნაცნობი სიუჟეტები და სხვა. თამაშს იგებს ის ჯგუფი, რომელიც მეტ სწორ პასუხს დააგროვებს და არ დაარღვევს აქტივობის წესებს.

აქტივობა - პროფესია
კლასი იყოფა 2 ჯგუფად. ყოველი ჯგუფი ჩაიფიქრებს ხელოვნების რომელიმე დარგის სპეციალისტს, რომელსაც განუსახიერებს მოწინააღმდეგე ჯგუფს ჯგუფის წარმომადგენელი, შეიძლება ჯგუფის ყველა წევრმა რიგრიგობით განასახიერონ ეს თუ ის პროფესია და ასე მონაცვლეობით ყველამ მიიღოს მონაწილეობა.

Saturday, January 11, 2014

თემის გეგმის სტრუქტურა სახვითსა და გამოყენებით ხელოვნებაში

1. თემის სათაური - ხაზის სამყარო

2. განსახილველი საკითხები - ხაზი სამყაროში, ნაირ-ნაირი ხაზი, ვხატავთ ხაზებით და ა.შ.

3. რესურსი - სახელმძღვანელო, ფერადი ფანქრები, ძაფის გორგალი და ა.შ.

4. დრო - 3კვირანახევარი, 7 გაკვეთილი

5. მეთოდი - ინდივიდუალური, ჯგუფური, როლური თამაში, გონებრივი იერიში...

6. მიზანი - თემის მიზანია მოსწავლეებს შევახსენოთ ხაზის სახეობები, კონტურის ცნება და ა. შ.

7. შედეგი - ს.გ. 2.1, 2.2, 2.4, ....

8. შეფასება - სხვადასხვა ტიპის ხაზის მიღება წერტილების შეერთების გზით, საპრეზენტაციო უნარები, კონტურის ხაზის პრაქტიკულად გამოყენების უნარი და ა. შ.


Friday, January 10, 2014

გაკვეთილის გეგმა 8 კლასისთვის ხელოვნებაში

mTavari Tema
რა არის მხატვრობა?
მნიშვნელობა/აქტუალობა
ეს თემა ემსახურება ბავშვებში ხელოვნების დარგების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და უვითარებს მათ ამ დარგებს შორის დიფერენცირების  უნარს
მიზნები და შედეგები
გავახსენოთ მოსწავლეებს რა არის მხატვრობა,გავაცნოთ მათ მხატვრობის დარგები ფერწერა და გრაფიკა და კონკრეტულ მხატვრულ ნაწარმოებებზე დაკვირვების შემდეგ შეძლონ მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა.ს.გ.VIII.7.  მოსწავლეს შეუძლია გამოიყენს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
თემატური ელემენტები
●პირველი ფერწერისა და გრაფიკის ნიმუშები(პირველყოფილი ადამიანის მხატვრობა),        
●რა მასალა გამოიყენება ფერწერული  და გრაფიკული ნახატისთვის
რა ცოდნას  უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ
ნანახი უნდა ჰქონდეთ მხატვრული ნაწარმოებები,როგორც დაზგური ფერწერის ისე მონუმენტური მხატვრობის.ნანახი აქვთ და იცნობენ მსოფლიოში ცნობილ ფერწერის ნიმუშებს,ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ მხატვრებს,კედლის მხატვრობის ნიმუშებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასების სქემა იხილეთ გაკვეთილის გეგმის ბოლოს
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებია საჭირო
სახელმძღვანელო,ილუსტრაციები ფერწერული და გრაფიკული ნაწამროებებით,ინტერნეტში წინასწარ მოძიებული ილუსტრაციებით შექმნილი სლაიდშოუ,სადაც შერეულია ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები.ვებსაიტი: burusi.wordpress.com
გაკვეთილის მსვლელობა
●სიის ამოკითხვა: 5 წუთი
●გამოწვევა:ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემაა მხატვრობა,გავიხსენებთ პირველი მხატვრობის ნიმუშებს, სად გვხვდება ისინი და ვის მიერ არის შესრულებული, ჩამოვთვლით ჩვენთვის ცნობილი მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს, მხატვრებს და მხატვრულ ნაწარმოებებს(10წთ.)
●მასწავლებლის საუბარი:ჩამოვთვლი მხატვრობის დარგებს და განვმარტავ რა მასალაა საჭირო თითოეული მათგანის შესაქმნელად(გავმიჯნავ ფერწერას გრაფიკისაგან და ფერად და შავ-თეთრ გრაფიკას)(10 წუთი)
●ილუსტარციების დათვალიერება და მათი დახასიათება მხატვრობის დარგების მიხედვით და ნახატების ამოცნობა და დიფერენცირება:მხატვრობის რომელ დარგს მიეკუთვნება ვან გოგის მზესუმზირები?ფერწერულია თუ გრაფიკული ლეონარდო და ვინჩის ქალის პორტრეტი?თქვენი აზრით რა მასალით არის შესრულებული ედგარ დეგას ბალერინები?მონიტორზე მონაცვლეობით ნაჩვენებ ილუსტრაციებზე ამოიცნობენ ფერწერის და გრაფიკის ნიმუშებს(15 წუთი)
●მოსწავლეების დახმაებით შევაჯამებ გაკვეთილის თემას(ამრიგად,ჩვენი დღევანდელი გავეთილ
ის  თემა იყო მხატვრობა და მისი სახეობები,ფერწერა და გრაფიკა,ფერწერული ნახატი იქმნება ტილოზე ზეთის საღებავებით და კედელზე ტემპერით,ხოლო გრაფიკული ნახატი ქაღალდზე ნებისმიერი ხერხით შესრულებულ ნამუშევარს ეწოდება.ფერადი გრაფიკის მასალაა გუაში,აკვარელი,პასტელის ფანქრები და ა.შ. და შავთეთრი გრაფიკის მასალაა უბრალო ფანქარი,ნახშირი,სანგინა და ა.შ.(5 წუთი)

დიფერენცირებული სწავლება
განსაკუთრებული  საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან აღნიშნულ კლასში

კრიტერიუმები
მინიმალური
საშუალოზე დაბალი
საშუალოზე მაღალი
მაქსიმალური
1-2
3-4
5-7
8-10
ჯგუფუი მუშაობა




საშიანო დავალება




გაკვეთილში ჩართულობა
არ ერთვება გაკვეთილში
ნაკლებად  ერთვება გაკვეთილში
საკმაოდ კარგად ერთვება გაკვეთილში
ძალიან კარგად ერთვება გაკვეთილში
პრეზენტაცია
არ აკეთებს პრეზენტაციას
პრეზენტაციას აკეთებს ბევრი ხარვეზებით
პრეზენტაციას აკეთებს კარგად
პრეზენტაციას აკეთებს ძალიან კარგად